"ყველას გასაგონად ვიტყვი! ყველამ მინდა კარგად გაიგოს" - ირაკლი ბერაიას მიმართვა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ის საპარლამენტო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას უპასუხა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. აღნიშნულის შემდეგ ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.