loader

"ბევრი რამ გააკეთა პოზიტიური... რთულია, ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში - ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილის ძმა მიხეილ სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი რამ გააკეთა პოზიტიური... რთულია, ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში - ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილის ძმა მიხეილ სააკაშვილზე

საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი, ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება "პრორუსულია".

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, ქართული საზოგადოება რომ არ შეწინააღმდეგებოდა ე.წ. რუსული კანონის მიღებას, ევროკომისია საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციას არ გასცემდა.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. ოთარ ზურაბიშვილის განმარტებით, თავდაპირველად სააკაშვილთან დაკავშირებით მასა და სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული აზრი ჰქონდათ.

კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, ოთარ ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია.