loader

"წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს... ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ" - ანდრია ჯაღმაიძე თამაზ გინტურის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს... ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ" - ანდრია ჯაღმაიძე თამაზ გინტურის შესახებ

თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი - ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თამაზ გინტურის მსგავს ადამიანებს ვერ გავუფრთხილდით.

„ჩვენ ასეთ ხალხს ვერ გავუფრთხილდით. ეს არის იმ ბევრი გულანთებული ადამიანისგან ერთ-ერთი, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი, წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ“,- აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა დაუფიქრებელი ნაბიჯი ლომისის ეკლესიაში შესვლა, ჯაღმაიძე აღნიშნავს: „არა, მე ვამბობ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯია, როდესაც ისე ვამწვავებთ სიტუაციას, რომლის მართვა შემდეგ არ შეგვიძლია, რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს“.