loader

"რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს" - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს" - სალომე ზურაბიშვილი

"რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი და ევროკავშირი. არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს, მაგრამ ის ნათლად გაკეთდა 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ და ეს მუდმივი არჩევანი იყო.

როდესაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა, მეორე დღეს გამოკითხვა იყო, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერის არა ჩვეულებრივი 80%, არამედ 85% აჩვენა.

არ ვიცი, შესაძლოა ამაზე მაღლაც შეგვიძლია. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა, 75% მხარს უჭერს ევროკავშირს უსაფრთხოების გამო და ეს უფრო ნათელი გახდა, ვინაიდან წინა დღით ადრე რუსეთმა, როგორც დიდი ხნის განმავლობაში ჩვევა აქვს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთი ჩვენი მოქალაქე მოკლა და მეორე მძევლად იყვანა. ეს ისეთი რამეა, რაც პერიოდულად ხდება. აფხაზეთის აეროპორტი აიღეს და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის თავისი შავი ზღვის ფლოტისთვის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.