“განადგურებულია, ვერ მეტყველებს; უყურებდა, როგორ მოკლეს! ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“ - ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის ოჯახის წევრები
“განადგურებულია, ვერ მეტყველებს; უყურებდა, როგორ მოკლეს! ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“- ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის ოჯახის წევრები
“ამ ეტაპზე შეუძლოდაა, თავს ცუდად გრძნობს. მეტყველების საშუალებაც არ აქვს, განადგურებულია...“ - ლევან დოთიაშვილის ცოლი.
უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
სუს-ი განმარტავს, რომ ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ასევე იხილეთ: "ცუდად ვარ..." - ლევან დოთიაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა
ვიდეო: "ფორმულა"