loader

“ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთისგან უარის მიღების გამო მისი მკვლელობა შეუკვეთა“ - აგვისტოში მომხდარი მკვლელობისთვის 2 პირს ბრალი წარედგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთისგან უარის მიღების გამო მისი მკვლელობა შეუკვეთა“ - აგვისტოში მომხდარი მკვლელობისთვის 2 პირს ბრალი წარედგინა

  • საქართველოს პროკურატურამ "ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წაუყენა, მათ შორის, ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორის მკვლელობაში დახმარებისთვის. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, ბრალი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო მისი მკვლელობა შეუკვეთა.
  • ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა. 2023 წლის 3 აგვისტოს თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
  • ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.