"ესაა ჩვენი პასუხი რუსეთს, ესაა ჩვენი პასუხი ოკუპაციას - გილოცავთ, ჩემო თანამემამულეებო!" - სალომე ზურაბიშვილი
"ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომის, ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია.