“ბოლო ხურდები ამოიღო ჯიბიდან... ბევრიც ვიტირე - უდიდეს ტკივილს ატარებს“ - კაცის უმძიმესი ისტორია, რომელიც საზოგადოებამ შემთხვევით გადაღებული კადრების შემდეგ გაიცნო
ლია ლოლაძე ავრცელებს კაცის უმძიმეს ისტორიას, რომელიც საზოგადოებამ შემთხვევით გადაღებული კადრების შემდეგ გაიცნო
“ბოლო ხურდები ამოიღო ჯიბიდან და ამ საყვარელი გოგოს დასახმარებლად ჩაგვიყარა... სული დ გული გამითბა და ბევრიც ვიტირე... იცით, როგორი კითხვა გამიჩნდა... ნეტა იციან ამ ჯგუფის თანამშრომლებმა, როგორი ოქროსგულიანი ადამიანი ჰყავთ გვერდით? ადამიანმა ყველაზე დიდი შესაწირი გაიღო.
P.S. მოკლედ, ადამიანების თხოვნით, მესამე დღეს ვიპოვე ეს ადამიანი. აი, აქ ცხოვრობს. მუშაობს დასუფთავების სამსახურში. უდიდეს ტკივილს ატარებს - გარდაეცვალა ლეიკემიით თავისი ხელებით გაზრდილი ძმა, როგორც თვითონ მითხრა. ძალიან კეთილია, ძალიან. ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი და რომ ვუთხარი, მითხრა, რომ ჩემი ა/ნ დამედო. მოდით, ერთად გავახაროთ, ვის რა შეგვიძლია. არა აქვს ტანსაცმელი, პურობებს კი ხედავთ. სოფლიდან დადიოდა და დღე რომ დამოკლდა, იძულებულია, აქ იცხოვროს. ვდებ ანგარიშის ნომერს. თითო ლარიც მნიშვნელოვანია მისთვის. იქნებ ისეთი ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდეს, რომ შეცვალოს დათოს ცხოვრება.
- 599342729 ჩემი საკონტაქტო ნომერია...
- 593251749558487985 დათოსი
- გავუკეთოთ სურპრიზი, გავახაროთ.
- GE87BG0000000499262706 საქ.ბანკი