loader

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც "ლელო საქართველოსთვის" მდუმარე აქცია-პერფორმანსს - "არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" მართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც "ლელო საქართველოსთვის" მდუმარე აქცია-პერფორმანსს - "არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" მართავს

პარლამენტთან "ლელო საქართველოსთვის" მდუმარე აქცია-პერფორმანსს - "არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" მართავს.

აქციის წევრებს ადგილზე მოტანილი აქვთ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის ფოტოები. მათ სანთლები დაანთეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აქციას ორი მოთხოვნა აქვს - საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაისაჯონ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელები და ასევე, გატაცებული საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ტყვეობიდან.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.