ზუგდიდში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის დაზიანებები აღენიშნება მას
ზუგდიდში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.