"ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!" - რას წერს პრეზიდენტი გიორგი ვოლსკიზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გაუხარდა".
"ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!," - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.