"ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით! მეტი რაღა უნდა მოხდეს?! ეს სიცოცხლეა?!" - რას ამბობენ კირბალის მცხოვრებლები
სოფელ კირბალში, ლომისის ეკლესიის ქვედა პერიმეტრთან, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ავტომობილი დგას, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ახლობლების ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი, გაიტაცეს.
ვიდეო: "მთავარი არხი"