სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადება - "ხვალ იქნება ამ დღის საწყისი! ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში"
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის საუკუნოვანი პოლიტიკა არ თავდება.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა და მშვიდობა ევროპაში.