loader

“ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, საზღვრის დამრღვევებმა გამოიყენეს ნაჯახი“ - ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკუთარ ვერსიას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, საზღვრის დამრღვევებმა გამოიყენეს ნაჯახი“ - ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკუთარ ვერსიას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

„დაკავების მცდელობისას მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს, ავტომობილით მესაზღვრეს შესჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ, რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით „საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს, მეორე კი - დააკავეს.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.