loader

"ახლაც ვკანკალებ, ფეხით მივდიოდით და ჩემი შვილი მოულოდნელად გაქრა" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლაც ვკანკალებ, ფეხით მივდიოდით და ჩემი შვილი მოულოდნელად გაქრა" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

"გუშინ საღამოს, კოსტავადან თამარ მეფის მიმართულებით, ფეხით მივდიოდით გმირთა მოედნის ესტაკადაზე მე და ჩემი 9 წლის შვილი. ბავშვი წინ მიდიოდა და მოულოდნელად “გაქრა”.. წამის მეასედში მოვასწარი მისი დაჭერა ხელებით, რომ ბოლომდე არ ჩავარდნილიყო ამ უზარმაზარ ნაპრალში. ახლაც ვკანკალებ, რომ ვიაზრებ, როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს ამბავი. პირველ რიგში, ყურადღებით იყავით. ყველა მსგავს ესტაკადაზე ფეხით გადასვლისას და მეორე! იქნებ მერიამ კეთილი ინებოს და ყურადღება მიაქციოს ამ “ორმოს”, სანამ მსხვერპლი მოჰყოლია" - წერს არასრულწლოვნის დედა სოციალურ ქსელში.