"იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა..." - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიაზე "მაღალი წარმოდგენისაა".
სააკაშვილი საკუთარ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ ის საუბრობდა პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე.
"იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.
უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და განაცხადა, რომ "თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.
სააკაშვილის თქმით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ დროშას დაიჭერს ხელში.