loader

კადრები სამეგრელოდან, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სამეგრელოდან, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სახლი, რომელშიც დედა, სამ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა, სრულად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დედამ შვილებთან ერთად ალ მოდებული სახლის დატოვება დროულად მოასწრო. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახანძრო სამსახურმა ადგილზე მისვლა დააგვიანა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.