"თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია" - მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობას"
თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია, - ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.