loader

"წყალი მოიტანოს ვინმემ! სასწრაფო!" - მძიმე კადრები დაბა ჩაქვიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წყალი მოიტანოს ვინმემ! სასწრაფო!" - მძიმე კადრები დაბა ჩაქვიდან

ხმაური იყო დაბა ჩაქვში, თამარ მეფის 14 ნომერში. მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ხმაური აღსრულების პოლიციის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც დაბა ჩაქვში საბანკო დავალიანების გამო გორგილაძეების ოჯახის გამოსახლებას ცდილობს, რასაც მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან.

თავად გორგილაძეების ოჯახი აცხადებს, რომ მევახშესთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ გზის გადაკეტვისას აქციის ერთ მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

“აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა ეზოში მყოფი ოჯახის ახლობლები იძულებით გამოიყვანეს ტერიტორიიდან, მათზე იძალადეს, რომ აღსრულების პოლიცია სახლში შესულიყო. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა ცენტრალური გზა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცველებმა გზა გახსნეს. ამ წუთისთვის აღსრულების პოლიცია გორგილაძეების ოჯახში იმყოფება. ოჯახის წევრი შეუძლოდ იმყოფება. ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში მთავარია. მათ ოპოზიციაში ყოფნის დროს დაპირება გასცეს, რომ მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახებზე დაბალპროცენტიანი სესხები გაიცემოდა. რეალურად ეს პროგრამა არ განხორციელებულა”, - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

დაბა ჩაქვში, თამარ მეფის 14 ნომერში, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა არიან მობილიზებული.

ავტორი: მარიკო კეკელიძე