loader

"იდეაში ერთობიან, მაგრამ ცოტა არ იყოს, ამაზრზენია... თავისუფლებასა და უზრდელობას შორის გარჩევა იცოდეთ!" - მეტროში გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იდეაში ერთობიან, მაგრამ ცოტა არ იყოს, ამაზრზენია... თავისუფლებასა და უზრდელობას შორის გარჩევა იცოდეთ!" - მეტროში გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა

მეტროში გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

ვიდეოს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.

"ივაჟკაცა და რომ დაიმტვრეს, ვისი ბრალი იქნება მერე ნეტავ?!

ეს "პაცანა" ბავშვები აუცილებლად უნდა ისჯებოდნენ !

აი, ასეთების მშობლები არიან, სკოლაში რომ ვიბარებთ და თვალებს გადმოყრიან - ჩემი შვილიიი?! ჩემს შვილზე საუბროოობთ?! ტონიც ზეეეე მაღალი. დიახ, თქვენს შვილზე ვსაუბრობთ. რა ძალიაან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვი როგორ გარემოში იზრდება და აი, ასეთი მშობლების მერე სასწაული პასუხების მერე აღარც მიკვირს, რომ ასეთი ბავშვები არიან და ასეთ რაღაცებს სჩადიან.

თუ ჩატყდა, სად ჩავარდებიან, ნახავენ...

პირველყოფილები...

იდეაში ერთობიან, მაგრამ ცოტა არ იყოს და ამაზრზენია. მაგრამ არ გავლანძღოთ, მიიღეთ ჩევლებრივად - "ერთობიან" ჰიგიენა - 0...

სასაცილო "ვაფშე" არაა, ძალიან სირცხვილია!

სიქაჯე, სხვა სიტყვა ვერ და არ შეესაბამება ამას...

არ არის ეს სასაცილო, სად არის ამ დროს უსაფრთხოების სამსახური?

ყველაფერს ნუ ანადგურებთ! თავისუფლებასა და უზრდელობას შორის გარჩევა იცოდეთ!" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.