loader

რას საქმიანობს ზურაბ ჟვანიას შვილი პატიმრობის შემდეგ? - "საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას საქმიანობს ზურაბ ჟვანიას შვილი პატიმრობის შემდეგ? - "საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა"

"ციხეში ემზადებოდა. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა... ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში"... რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში" - ამის შესახებ ნინო ჟვანიამ შვილის, ბუსა ჟვანიას შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

- 2020 წელს, ბუსას შემთხვევის დროს, რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა, რა პოზიციას დაიჭერდა?

- ალბათ, იმავეს, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნა მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის. კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი - დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული - ყველაფერი წაიკითხა. ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია. ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში". რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.

2021 წლის 16 მარტს ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნი­ამ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა, და­ნარ­ჩე­ნი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვა­ლა.