"ნახე, ნახე, სატანა, დემონს ჰგავს" - რას ჰყვება მშობელი სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე?
სკოლა "გენიოსის" მოსწავლის მშობელი Facebook-ზე წერს, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი სასულიერი პირები "ჰელოუინის" ღონისძიების აღნიშვნის გამო სკოლასთან ბავშვებს შეძახილებით დახვდნენ და მათ სატანებსა და დემონებს უწოდებდნენ.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ისინი ნამდვილად სასულიერო პირები არიან, თუმცა მათი გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო.