უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი - “სანტეს“ ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია იწერება
წელიწადში 14 000 000 ლიტრი გადამუშავებული რძე და 150 -ზე მეტი დასახელების ადგილობრივი რძის პროდუქტი - ეს რძის მწარმოებელი კომპანია „სანტეა“. უცვლელად მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებელზე ზრუნვითა და სიახლეების დანერგვით საწარმომ მოახერხა, რომ უკვე 25 წელზე მეტია, საქართველოში რძის პროდუქტების ლიდერი ბრენდია. წლების განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა კომპანია, რომელსაც განვითარების კიდევ უფრო მასშტაბური გეგმა აქვს დასახული. შედეგად ის გახდა ქართველების საყვარელი და საამაყო ბრენდი მრავალფეროვანი პროდუქტებით.
ქართული პროდუქტი, ევროპული სტანდარტით გაკონტროლებული საწარმოო ციკლით წარმოებიდან მომხმარებლამდე - სწორედ ასეთია დღეს „სანტე“.