"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც მუშაობის შედეგად მივიღეთ" - რა განაცხადა კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელის შესახებ
თბილისის მერია დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე პროექტს იწყებს, რომლის თანახმად, აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუღებელია ის ვითარება, რაც დღეს ნაგავსაყრელზე არის.