loader

"არ მინდოდა ამის თქმა... რეალურ მიზეზს გეტყვით, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია მეც და ჩვენს კომიტეტსაც არცთუ ისე სახარბიელოდ მოგვიხსენიებს" - ირაკლი ბერაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მინდოდა ამის თქმა... რეალურ მიზეზს გეტყვით, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია მეც და ჩვენს კომიტეტსაც არცთუ ისე სახარბიელოდ მოგვიხსენიებს" - ირაკლი ბერაია

„ქალბატონი აქუბარდია არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, მარია ზახაროვას ანალოგი. ეტყობა, მისთვის დიდი პატივია, მარია ზახაროვას რომ ვადარებ, მაგრამ ეს ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან ჩვენს კომიტეტში, რომელმაც 4-ჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, მან აირჩია კონფრონტაციის გზა და ამ გზაზე ჩამოყალიბდა არა ჩვეულებრივ, არამედ სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად. სამარცხვინო პოლიტიკოსად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, იყვნენ არა მხოლოდ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ.

რეალურად, აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი ან ოკუპაციაზე წუხილი. რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო ერთი წელია მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე სახარბიელოდ, ისაა, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციის მიზნით გამოყენების, ასევე, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღების და "გაფეისბუქების" საშუალება; აეროპორტების "ლაუნჯებში" შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება, ვინც იცნობს, კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შესახებ.