"მომავალ წელს თბილისში ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული" - დედაქალაქში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი იწყება
თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გააცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე მხარეებმა თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებსა და პროექტის განხორციელების გრაფიკზე ისაუბრეს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მწვავე პრობლემა იყო მიწების მიზანმიმართული მიტაცება, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ბევრი ნაკვეთი, რომლებზეც საკუთრების უფლების დადგენა აღემატება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გადაჭრის.