"ჰამასის" ცენტრალური ტერორისტული შტაბი მდებარეობს ღაზის ცენტრალური საავადმყოფოს მიწისქვეშეთში; შესაძლოა, სწორედ იქ ჰყავდეთ 229 დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქე“ - ისრაელის შეიარაღებული ძალები ინფოგრაფიკას ავრცელებს
"ჰამასის" ცენტრალური ტერორისტული შტაბი მდებარეობს ღაზის ცენტრალური საავადმყოფოს, "შიფას" მიწისქვეშეთში. ჰამასის შტაბ-ბინა სამშობიარო დეპარტამენტთან ახლოს, საკონტროლო გვირაბით უკავშირდება ქალაქის სხვა სტრატეგიულ ობიექტებს", - ინფორმაციას შეიარაღებული ძალების პრესცენტრი ვიდეოგრაფიკით ავრცელებს.
შაბათის დაწყებამდე დანიელ ჰაგარმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ათასობით ტერორისტი საავადმყოფოს მიწისქვეშეთში იმალება. ისრაელში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა "ჰამასს" სწორედ საავადმყოფოს მიწისქვეშეთში ჰყავდეს 229 დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქე.
ვიდეოს და ინფორმაციას აქვეყნებს: News from Israel / ახალი ამბები ისრაელიდან