loader

"აბა, რა აქვთ საერთო იუშენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველსა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, რომლებიც პროკურორებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს?" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბა, რა აქვთ საერთო იუშენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველსა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, რომლებიც პროკურორებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს?" - მიხეილ სააკაშვილი

„მე მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ მინდა გამოვიცნოთ, აბა, რა აქვთ საერთო პრეზიდენტ იუშენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველსა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.