loader

"თირკმელს გავ­ყიდ­დი, ჩემს თვა­ლებს და­ვი­თხრი­დი, ოღონდ კი სპარ­ტაკ­მა გა­ა­ხი­ლოს თვა­ლი, მაგ­რამ..." - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს, რომელსაც შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თირკმელს გავ­ყიდ­დი, ჩემს თვა­ლებს და­ვი­თხრი­დი, ოღონდ კი სპარ­ტაკ­მა გა­ა­ხი­ლოს თვა­ლი, მაგ­რამ..." - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს, რომელსაც შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი, 24 წლის სპარ­ტაკ ლე­კი­აშ­ვი­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ის უკ­რა­ი­ნის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ­ში იბ­რძო­და, 10 მა­ისს სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის ქვეშ მოყ­ვა და უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო. სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ახლა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია: და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, ვერ ხე­დავს, კი­დუ­რე­ბი­დან მხო­ლოდ ხე­ლებს ამოძ­რა­ვებს, ფე­ხებს ოდ­ნავ. მას ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი - ვიქ­ტო­რია უვ­ლის, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ სპარ­ტაკს არ მი­ა­ტო­ვებს, რად­გან მისი და მისი ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­და.

"სპარ­ტა­კი პო­ლო­ნეთ­ში, ომის და­წყე­ბამ­დე გა­ვი­ცა­ნი. შემ­დეგ მე უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი, სა­დაც მა­ლე­ვე ომი და­ი­წყო. სპარ­ტაკ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, - მი­სა­მარ­თი მო­მე­ცი, შენ­თან მოვ­დი­ვარ, უნდა და­გიც­ვაო. ის ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და, მერე კი ომში წა­ვი­და, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ ჩა­ე­წე­რა... ძა­ლი­ან მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი, ექი­მე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის შანსს ვერ იძ­ლე­ოდ­ნენ, მაგ­რამ ჩვენ მო­ვინ­დო­მეთ და მან გა­უძ­ლო“.

Ambebi.ge სპარ­ტა­კის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ვანო ნა­დი­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­გორც მის­გან გა­ვი­გეთ, ქარ­თვე­ლი ახლა რივ­ნეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ჰოს­პი­ტალ­შია, მაგ­რამ ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მით ვერ სარ­გებ­ლობს, რად­გან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე არ არის. უკ­რა­ი­ნის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სა­ბუ­თე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, თუმ­ცა, ამა­სო­ბა­ში დრო გა­დის, სპარ­ტა­კი კი დრო­ულ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამ დრომ­დე ქარ­თველ მებ­რძოლს შე­მო­წი­რუ­ლო­ბის ხარ­ჯზე მკურ­ნა­ლო­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ლი­სე ექი­მი, ისი­ნი თავს მო­ვა­ლედ მი­იჩ­ნე­ვენ, და­ეხ­მა­რონ მო­ხა­ლი­სეს, რო­მელ­მაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მათი ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლის დროს მი­ი­ღო. ირ­კვე­ვა ისიც, რომ სპარ­ტა­კის მდგო­მა­რე­ო­ბით ამ დრომ­დე არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და ჯან­დაც­ვის უწყე­ბა.

სპარ­ტა­კის შე­სა­ხებ, უფრო მეტს მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ია ამი­რა­ნაშ­ვი­ლი და დედა, ნა­თია ლე­კი­აშ­ვი­ლი გვი­ამ­ბო­ბენ.

ია ამი­რა­ნაშ­ვი­ლი:

- სპარ­ტა­კი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლია. მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდაა თა­ვი­სი აზ­როვ­ნე­ბით, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით, ცხოვ­რე­ბის წე­სით. უზო­მოდ პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ადა­მი­ა­ნია, მისი ვერ­ცერ­თი პე­და­გო­გი, ვერ­ცერ­თი მე­გო­ბა­რი, უბ­რა­ლოდ, ნაც­ნო­ბიც კი ვერ იტყვის, რომ სპარ­ტაკს ოდეს­მე სი­ტყვა გა­ექ­ცა ცუ­დად ან ვინ­მეს უდი­ე­რად მო­ექ­ცა. უკ­რა­ი­ნა­ში მისი წას­ვლა არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია. მცი­რე ნი­უ­ან­სშიც კი ჩან­და ამ ახალ­გაზ­რდის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და... აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა, რო­დე­საც სპარ­ტა­კის დაჭ­რის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ, გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა არ და­ზო­გა დრო და ენერ­გია - და­უ­კავ­შირ­და დე­დას, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში სა­მე­გობ­რო წრეს, რომ დაჭ­რი­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ. შე­იძ­ლე­ბა ეს პა­ტა­რა ნი­უ­ან­სია, მაგ­რამ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში რაც იყო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. ჩვენც - სპარ­ტა­კის თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ვცდი­ლობთ, რა­ღაც თან­ხას მო­ვუ­ყა­როთ თავი, რომ დე­და­მისს უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლი­სა და შვი­ლის გვერ­დით ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს.

ნა­თია ლე­კი­აშ­ვი­ლი:

- შვი­ლი ყვე­ლა დე­დას უყ­ვარს და სა­უ­კე­თე­სოდ მი­აჩ­ნია, მაგ­რამ ვი­საც არ გინ­და ჰკი­თხოთ ჩვენს სო­ფელ­ში (შილ­და­ში) თუ მთლი­ა­ნად რა­ი­ონ­ში (ყვა­რელ­ში), ყვე­ლა გე­ტყვით, რომ უწე­სი­ე­რე­სი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნია. შვი­დი შვი­ლი მყავს, სპარ­ტა­კი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს და გა­მორ­ჩე­უ­ლა­დაც გა­მამ­წა­რა. უკ­რა­ი­ნა­ში, შარ­შან 25 ნო­ემ­ბერს წა­სუ­ლა. მე მე­გო­ნა, რომ ჯერ პო­ლო­ნეთ­ში იყო, მერე გერ­მა­ნი­ა­ში. ღმერ­თი და­მე­ფი­ცე­ბა, არ ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლი ომში რომ იყო. იმ დღეს, რო­დე­საც თურ­მე ჩემი შვი­ლი და­იჭ­რა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გავ­ხდი, სას­წრა­ფოც კი გა­მო­ვი­ძა­ხეთ... მე­ო­რე დღე იყო, ჯერ ისევ ცუ­დად ვი­ყა­ვი, ჩემი ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ოთახ­ში შე­მო­ვი­და და მი­თხრა - დედი, რა­ღაც უნდა გი­თხრა, ოღონდ იცო­დე, არ ინერ­ვი­უ­ლო, გა­დარ­ჩაო. რას ამ­ბობ, ვინ გა­დარ­ჩა-მეთ­ქი, აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დი, რა ხდე­ბო­და ჩამს თავს. მა­შინ კი გა­მიმ­ხი­ლა, სპარ­ტა­კი უკ­რა­ი­ნა­ში იყო და და­იჭ­რა, მაგ­რამ ახლა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბაო. მა­შინ­ვე ტე­ლე­ფონს ვეცი და იქ მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბა დამ­ხვდა - "დე, გი­ლო­ცავ, შენი შვი­ლი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა“.

- უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეთ?

- სი­ცო­ცხლეს დავ­თმობ­დი, ოღონდ კი ამ რთულ პე­რი­ოდ­ში ჩემი შვი­ლის გვერ­დით მამ­ყო­ფა, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს. ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ - თირკმელს გავ­ყიდ­დი, ჩემს თვა­ლებს და­ვი­თხრი­დი, ოღონდ კი სპარ­ტაკ­მა გა­ა­ხი­ლოს თვა­ლი, მაგ­რამ... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლიც უკ­რა­ი­ნა­შია, სამ­ხედ­რო ექი­მია და იქ­ნებ რა­მე­ში და­გეხ­მა­რო­თო. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი ლეშ­კა­შე­ლის დედა აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც გა­ირ­კვა, ქე­თის ჩემი შვი­ლის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩე­ნია, ჩემი შვი­ლის გა­ჩე­რე­ბუ­ლი გული მას აუ­მუ­შა­ვე­ბია.

სრულად: https://www.ambebi.ge/article/301050-mas-ar-mivatoveb-chemi-kveqnis-dasacavad-ibrzoda/?fbclid=IwAR25e60CbrMXQu6p2DARZ7kWojeyLdu-mzzjwV0JxkNtTNAyx-YO5-PbKqU