"ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველად მომიწია ეთერში დაჯდომა" - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე საყვარელ საქმიანობაზე?
"...ვერ ვხვდებოდი, რა ძალა იყო, როცა სცენაზე გასვლისთანავე რაღაც ენერგია გემატება. ამას მე მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველად მომიწია ეთერში დაჯდომა. ტელევიზიაში დაახლოებით ერთ კვირაში მივედი, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ გავბედე, ეთერში დავმჯდარიყავი, ამის ძალა არ მქონდა..." - ამის შესახებ ნიკოლოზ წულუკიძემ "მედია აკადემიის" მასტერკლასის ფარგლებში ისაუბრა.