"კატასტროფა ხდება" - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან?
დიდ დიღომში დილიდან საცობია. მოქალაქეები ფაქტის ამსახველ ვიდეობს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"რაა ხდება ამ დილით დიღმის გასასვლელში?
მოვითხოვოთ wolt-მა დაამატოს სკუტერით ხალხის მიყვანის სერვისი...
მე არ ვიცი ქალაქში რა ხდება, მაგრამ დიდ დიღომში პარალიზებულია მოძრაობა - ავტობუსები გაჩერებულები არიან ღია კარებით როცა გინდა ჩადი და ამოდი, გაჩერბამდე ვერ მიდიან, ერთ ადგილას დგას მანქანაც და ავტობუსიც. ანუ შეიძლება ფიქრობთ, რომ ვაჭარბებ და მცოცავი საცობია მაგრამ არა, უძრავია, პეტრიწის ქუჩაზე ვცხოვრობ და "გუდვილამდე" ვერ მივედი სააათი და 20 წუთი, ფეხით არის 15 წუთის გზა ჩემი ქუჩიდან "გუდვილამდე", არც კი. ტრანსპორტით ვერ მივედი საათი და 20 წუთი. ჩამოვედი და ავბრუნდი სახლში. სრული კოლაფსი და კატასტროფა ხდება
ეს უკვე კატასტროფაა!!! 1 საათი ვერ გავედი დიდი დიღმიდან. მერიამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები. შეუძლებელია ასე გაგრძელდეს...
ხალხო დილაობით ვეღარ გავდივართ უბნიდან. გამოსვლები თუ არ დავიწყეთ და მიწისზედა მეტრო ან დამატებითი გასასვლელები არ მოვითხოვეთ, წლები გავა და არ გვეშველება. გასასვლელი გუდვილის მეორე გვერდითი მხრიდან ხეივანზე. ლისზე რომ გაკეთდა, მაგდაგვარი ტიპის გზატკეცილი სოფელი დიღმიდან საბურთალოზე გადასასვლელი. დიდუბის მეტროდან, აღმაშენებლის ხეივნის შუა ხეებიანი ზოლის გამოყენებით მიწისზედა მეტრო დიდ დიღმამდე.
ხალხი ტრანსპორტიდან ჩამოდის და ფეხით აგრძელებს გზას..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.