loader

რიწის ტბის ფსკერიდან იოსებ სტალინის კუთვნილი კატერი ამოიღეს - როგორ გამოიყურება “საბჭოთა კავშირის“ ბელადის საკუთრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიწის ტბის ფსკერიდან იოსებ სტალინის კუთვნილი კატერი ამოიღეს - როგორ გამოიყურება “საბჭოთა კავშირის“ ბელადის საკუთრება

ჟურნალისტი ეკა წივწივაძე რიწის ტბაში აღმოჩენილი სიახლის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს აქვეყნებს:

“რიწის ტბის ფსკერიდან იოსებ სტალინის კუთვნილი კატერი ამოიტანეს.

კატერი ჯერ კიდევ 1990 წელს იქნა ნაპოვნი, თუმცა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მისი ამოღება 12 მეტრის სიღრმიდან მხოლოდ ახლა მოხერხდა და პროცესი დე-ფაქტო მთავრობას 1 მილიონი რუბლი დაუჯდა. კატერი 8 მეტრის სიგრძისაა და 3 მეტრის სიგანის; ფაქტობრივად, სრულად განადგურებული, თუმცა, როგორც ამბობენ, მისი აღდგენა იგეგმება.

სტალინის კატერი 1930-1940 წლებშია გამოშვებული და სავარაუდოდ, კლდესთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა“.