loader

"ჩემი მი­მარ­თვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას..." - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი მი­მარ­თვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას..." - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მოს­კო­ვი სა­სი­ცო­ცხლო­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ახა­ლი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის კე­რის გაღ­ვი­ვე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მის “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, კრემ­ლი მხა­რე­ებს უბიძ­გებს ამ სა­კი­თხის სამ­ხედ­რო გზით გა­და­წყვე­ტის­კენ, სურს და­ა­ზა­რა­ლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ე­ბი, შეც­ვა­ლოს მთავ­რო­ბა ერე­ვან­ში და ამ დე­რე­ფან­ში ჩა­ა­ყე­ნოს თა­ვი­სი „მე­სა­ზღვრე­ე­ბი“.

"ჩემი მი­მარ­თვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას:

მოს­კო­ვი სა­სი­ცო­ცხლო­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ახა­ლი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის კე­რის გაღ­ვი­ვე­ბით, რათა ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­რი­ოს რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კა­ში და ასე­ვე გა­ნა­თავ­სოს თა­ვი­სი ჯა­რის და­მა­ტე­ბი­თი შე­ნა­ერ­თე­ბი. საქ­მე ეხე­ბა სატ­რან­სპორ­ტო დე­რე­ფანს აზერ­ბა­ი­ჯანსა და მის ტე­რი­ტო­რი­ას - ნა­ხი­ჩე­ვანს შო­რის, კრემ­ლი მხა­რე­ებს უბიძ­გებს ამ სა­კი­თხის სამ­ხედ­რო გზით გა­და­წყვე­ტის­კენ, სურს რა და­ა­ზა­რა­ლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ე­ბი, შეც­ვა­ლოს მთავ­რო­ბა ერე­ვან­ში და ამ დე­რე­ფან­ში ჩა­ა­ყე­ნოს თა­ვი­სი "მე­სა­ზღვრე­ე­ბი".

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ბევ­რად უფრო უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი. ერთ-ერ­თია გზის არენ­დის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის. რო­დე­საც ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვი­ყა­ვი, ქა­ლაქ ოდე­სი­დან დუ­ნა­ის­პი­რეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გავ­დი­ო­დი უკ­რა­ი­ნის მიერ მოლ­დო­ვას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არენ­დი­რე­ბულ გზის მო­ნაკ­ვეთს, ეს მო­ნაკ­ვე­თი კონ­ტროლ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ და მე ის და­ნარ­ჩენ გზატ­კე­ცილ­თან ერ­თად, ფუნ­და­მენ­ტუ­რად გან­ვა­ახ­ლე, მოლ­დო­ვა ამ გზის გა­ქი­რა­ვე­ბით იღებ­და დიდ ეკო­ნო­მი­კურ შე­ღა­ვათს, ზუს­ტად ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცნენ სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თუ მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა გზის არენ­დის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ამით სომ­ხეთს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს დიდი შე­მო­სა­ვა­ლი და ასე­ვე გა­ვი­დეს დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­შრუ­ტებ­ზე, გახ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო და ლო­გის­ტი­კუ­რი ჰაბი, ორი­ვე მხა­რე ამ გზით თა­ვი­დან აი­ცი­ლებს ომს, რუ­სე­ბის გან­ლა­გე­ბას და ეს შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მო­მა­ვა­ლი სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი“, - ნათ­ქვა­მია სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.