"ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს" - ირაკლი შოთაძე
ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომლებზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.