ვაზისუბნის რამდენიმე მიკრორაიონს გაზი არ მიეწოდებოდა - რას ამბობს ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების ადგილიდან სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი?
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა.
სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულების ნაწილს კი, რომელთაც მძიმე ემოციური ფონი აღენიშნებოდათ, ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა.
“ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფეთქება.
ხანძარი ლიკვიდირებულია, სახანძრომ სწრაფად იმუშავა. დაზარალებული და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამ ეტაპზე მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დაზარალებული ოჯახები გაიყვანონ, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყონ და შეამოწმონ კორპუსის მდგრადობა”, - აცხადებს ბესიკ დონაძე.
შემთხვევის ადგილას სახანრო-სამაშველო სამსახური ამ დრომდე ახორციელებს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ადგილზე იმყოფებიან “თბილისი ენერჯის” და ისანი-სამგორის გამგეობის წარმომადგენლები.