"100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს" - კახა კალაძე
მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა არჩევნებში იმარჯვებს.