loader

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

ბათუმში, "ოცნების ქალაქში" გამართულ საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პოლიციამ ერთი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა, ორი კი ტერიტორიიდან განარიდა.

აღნიშნული პირები ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც მივიდა.

მოსახლეობის თქმით, მთავრობის წარმომადგენელი მათ დაჰპირდა, რომ ათი დღის განმავლობაში მათ მოთხოვნას შეისწავლიან.

ცნობისთვის, ბათუმში, "ოცნების ქალაქში", მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ რამდენიმე წუთით ფრიდონ ხალვაშის ქუჩა გადაკეტეს.

მოქალაქეები მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებს ხელშეკრულება გაუფორმდეთ, რომლის თანახმადაც, ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.