რა თქვა გიჩო მარგველაშვილმა სასამართლოზე, სანამ მოსამართლე პატიმრობას შეუფარდებდა
გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა გიჩო მარგველაშვილი და არც კობა პაიჭაძის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ მარგველაშვილს იარაღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ორივე პატიმრობაში გაუშვა.
გიჩოს მარგველაშვილის სახელი და გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა, თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა დაასწრო და გახოკიძე მოკლა.