loader

ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს - რა ჩანს ღაზაში, საავადმყოფოს აფეთქების ადგილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს - რა ჩანს ღაზაში, საავადმყოფოს აფეთქების ადგილზე?

ღაზაში, საავადმყოფოს აფეთქების ადგილზე, კრატერის არარსებობა ადასტურებს იმას, რომ ამ შეტევის უკან ისრაელი არ იყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ დროს აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა, რომ აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს.

ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა, რომელსაც როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ასობით მსხვერპლი მოჰყვა.