loader

"მამამ მძინარე შვილს ცულით ჭრილობები შურისძიების მოტივით მიაყენა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გორის რაიონში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამამ მძინარე შვილს ცულით ჭრილობები შურისძიების მოტივით მიაყენა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გორის რაიონში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, მა­მამ მძი­ნა­რე შვილს ცუ­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მი­ა­ყე­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 16 ოქ­ტომ­ბერს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო სო­ბის­ში ბრალ­დე­ბულ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მძი­ნა­რე შვილს ცუ­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 16 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა -109-ე მუხ­ლის „ე“ და „კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზა­რახ მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.