"მოკლე ვიდეოს ვდებ, არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის გასაჯაროების უფლება, იცნობდეთ!" - ვინ არის ექიმი, რომელმაც ქუჩაში წაქცეულ ადამიანს გული აუმუშავა
"ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა ადამიანები. ასეთი ექიმების მხრებზე დგას სამყარო.
ქუჩაში წაქცეულ თქვენთვის უცხო ადამიანს გული აუმუშავეთ, 1 საათის მანძილზე გაუჩერებლად იბრძოდით.
არადა, ვინ იცის, როგორი დაღლილი ბრუნდებოდით შინ...
მოკლე ვიდეოს ვდებ, არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის გასაჯაროების უფლება, მაგრამ სიკეთე არ უნდა დაიკარგოს.
იცნობდეთ ლევან ჭელიძეს. არაფერი გვიჭირს, ვიდრე ასეთი ადამიანები გვეყოლება, ასეთი ექიმები, Levani Chelidze. ხელები მიკანკალებს, ვეღარ ვწერ, სასწრაფოს ექიმი მეგონა..." - ამის შესახებ "ჯეო ჰოსპიტალსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს,