ტერორისტი ნარინჯისფერ ქურთუკში- ახალი დეტალები და კადრები ბრიუსელიდან, როგორ დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 2 ადამიანი მოკლა
ტერორისტული თავდასხმა ბრიუსელში: პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანელის ვერლინდენის თქმით, სავარაუდო დამნაშავე დაპატიმრების დროს მოკლეს. მას იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, შვედ გულშემატკივრებზე თავდასხმისას გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 45 წლის ტუნისელია, რომელიც ბელგიაში არალეგალურად იმყოფება.
გუშინ ბელგიის დედაქალაქში, შვედეთისა და ბელგიის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩის წინ, უცნობმა მამაკაცმა, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, მოკლა ორი შვედი გულშემატკივარი და დაჭრა ქალი. პოლიციას რვა საათზე მეტი დასჭირდა მსროლელის განეიტრალებისთვის.