"19 ოქტომბერს მივემართებით ჭორვილაში" - სოფო ჯაფარიძის ბრიფინგი
19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, - ამის შესახებ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღების“ ოფისში, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო.