loader

გორის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი მოკლა

გორის მუნიციპალიტეტში 39 წლის კაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას მამამ ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.