რა ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში? - ისრაელის ჯარი ღაზის საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება
ომის მეათე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბულია ვითარება.
ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 1 400-ს გადააჭარბა, ღაზაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 2700-მდე ადამიანს შეადგენს.
ისრაელის ჯარი ღაზის საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზის მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთი ღაზა უკვე 500 ათასმა ადამიანმა დატოვა.