NEW YORK TIMES-ის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ღრუბლიანობის გამო გადადო
NEW YORK TIMES-ის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ღრუბლიანობის გამო გადადო.
როგორც გამოცემა წერს, უამინდობა (ღრუბლიანობა) თვითმფრინავებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს სახმელეთო ძალებისთვის ინტენსიური საცეცხლე მხარდაჭერის გაწევაში ხელს შეუშლის. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულ გავლენიან გამოცემას ცახალის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.