loader

რა ხდება ამ წუთებში ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე? - კადრები ადგილიდან

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.

აღნიშნულის მიზეზი ორი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

სოფელ კორტანეთთან, საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ამობრუნდა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადის ცალმხრივ რეჟიმში გადაადგილებას არეგულირებენ.

კიდევ ერთი ავარია აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით - სოფელ ვარდგინეთთან მოხდა, სადაც ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ია თინიკაშვილი