მოსწავლეებმა ფარულად გადაიღეს ახალგაზრდა, რომელმაც საფრანგეთში, ერთ-ერთ სკოლაში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა - მოკლულია მასწავლებელი, არიან დაჭრილები
მოსწავლეებმა ფარულად გადაიღეს ახალგაზრდა, რომელმაც საფრანგეთში, ერთ-ერთ სკოლაში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა - მოკლულია მასწავლებელი, არიან დაჭრილები.
ამის შესახებ Le Parisien-ი იტყობინება. დამნაშავემ საფრანგეთის ქალაქ არასის სკოლაში ერთი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა.
BFM TV-ის ცნობით, თავდასხმის დროს 20 წლის ახალგაზრდა ყვიროდა „ალაჰ აკბარ“. ბიჭი უკვე დაკავებულია, საქმესთან დაკავშირებით ასევე, მისი ძმაც.