წერეთლის გამზირიდან საგანგაშო კადრები ვრცელდება - "შესაძლოა, კედელი დაიძრას და ლიფტის შახტას დაეცეს"
"წერეთლის გამზირი 49/51. საგანგებო სიტუაცია მოვიდა, მდგომარეობა საგანგაშოაო, შემოსაზღვრეს წითელი ლენტით... მოვიდნენ და პრობლემა მოსახლეობას შეატოვეს!! თუ დაწერთ განცხადებას, ფრაგმენტულ დემონტაჟს გაგიკეთებენო. ამას სჭირდება ერთი თვე და მეტი... ასე უნდა დაგეტოვებინათ? შესაძლოა, კედელი დაიძრას და ლიფტის შახტას დაეცეს!!!" - წერენ სოციალურ ქსელში.