loader

რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, სადაც მოკლული 14 წლის გოგონა სწავლობდა და როგორ პასუხობს ბრალდებებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, სადაც მოკლული 14 წლის გოგონა სწავლობდა და როგორ პასუხობს ბრალდებებს

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა იმ სკო­ლის დი­რექ­ტორ­ზე წერს, სა­დაც სა­გა­რე­ჯო­ში მოკ­ლუ­ლი 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა სწავ­ლობ­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აი­თა­ჯის მამა მომ­ხდარ­ში სწო­რედ დი­რექ­ტორ­სა და გო­გო­ნას დე­დას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც სა­მი­რა აღ­ნიშ­ნავს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არა­ერ­თი არას­რულ­წლო­ვნის ნიშ­ნო­ბის ფაქტს მა­ლავ­და და როცა და­ნიშ­ნუ­ლი გო­გო­ნე­ბი სკო­ლა­ში არ და­დი­ოდ­ნენ, მათ­თვის ნი­შა­ნი მა­ინც იწე­რე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე დმა­ნი­სის ზემო ყა­რა­ბუ­ლა­ღის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ჰამ­ლეტ ის­მა­ი­ლო­ვის კომენ­ტარს სა­ა­გენ­ტო Aktual.ge ავ­რცე­ლებს.

ის­მა­ი­ლო­ვი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც აი­თაჯ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­აც­დი­ნა, სკო­ლი­დან მის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა სცა­დეს, თუმ­ცა მათი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მორ­თუ­ლი იყო.

"მას შემ­დეგ, რაც აი­თაჯ­მა 20 სექ­ტემ­ბერს გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­აც­დი­ნა, მის ოჯახ­თან ვცა­დეთ და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა მათი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­თი­შუ­ლი იყო.

ვი­ნა­ი­დან მისი ძმა ამა­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, მას ვუ­თხა­რით. ჩვენ არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არც მისი გა­ტა­ცე­ბის და არც და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ჰამ­ლეტ ის­მა­ი­ლოვ­მა.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/300440-ras-ambobs-im-skolis-direktori-sadac-mokluli-14/?fbclid=IwAR3lZwBQ8BT9MzI3NiMI5w2Dt6A7eUTr2e9q_EpOERZ9K66X0Q4-iMScB48